„დივიზიონისთვის სერიოზული პრობლემაა“ | მერაბმა ალექსანდრეზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილს ბევრი ინტერვიუ ჩამოართვეს და კარლოს კონტრერას ლეგასპისთან „მანქანამ“ ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა. მერაბმა განაცხადა, რომ ალექსანდრე სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის სერიოზული პრობლემაა და მომავალი ჩემპიონია.
„ალექსანდრე თოფურია შესანიშნავი მებრძოლია და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის სერიოზული პრობლემაა. ალექსანდრე UFC-ის მომავალი ჩემპიონია. მას რამდენიმე ჩხუბი ესაჭიროება, რათა სატიტულო ბრძოლის მიღების კანდიდატი გახდეს.
იმედი მაქვს, აქტიური იქნება და ქამრისთვის მალე იჩხუბებს. მე და ალექსანდრე ერთმანეთთან არ ვიბრძოლებთ და აუცილებლად რაღაცას მოვიფიქრებთ. როდესაც ალექსანდრე სატიტულო ბრძოლის მიღების კანდიდატი გახდება, ჩემპიონი თუ ისევ მე ვიქნები, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გადავალ.“
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრემ ბოლო ბრძოლა ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართა და ყაზახი მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება მერაბს, დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას კვირას დილით, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.