მატვეი საფონოვი
Aa
Aa

პსჟ საფონოვის ძირითადში გადაყვანას არ გეგმავს, თუმცა არც გაყიდვას აპირებს | L’Equipe

პსჟ-ში არ განუხილავთ ლუკა შევალიეს ნაცვლად, მატვეი საფონოვის ძირითად შემადგენლობაში გადაყვანის შესაძლებლობა.

შაბათს, რუსმა მეკარემ პარიზელთა რიგებში, ამ სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა – გუნდმა ლიგა 1-ის მე-15 ტურის მატჩში, „რენი“ გაანადგურა (5:0).

როგორც L’Equipe იუწყება, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე თითოეულ პოზიციაზე კონკურენციის პრინციპს იცავს. ამავდროულად, კლუბში მიიჩნევენ, რომ საფონოვმა გუნდში გადასვლის შემდეგ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დაამტკიცა, რომ კლუბის დონეს შეესაბამება.

ასევე, გუნდში L’Equipe-ის წყარომ განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს რუს მეკარესთან განშორებას და „ვარაუდები“ უწოდა საფონოვის იანვარში შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს.

1 თვის წინ საფონოვის აგენტი პარიზელთა მრჩეველ ლუიშ კამპუშს შეხვდა, თუმცა შეხვედრაზე მეკარის მომავლის საკითხი არ განხილულა.

შეგახსენებთ, რომ მატვეი პარიზელთა რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. ის პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე რუსი გოლკიპერის საბაზრო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე