ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

LÉquipe-ის სიმბოლურში მოხვდა | კვარაცხელიას აღიარება საფრანგეთში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ 5:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და დუბლი გაიფორმა. ქართველი გარემარბის გამოსვლა L'Équipe-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და „კვარა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

„პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა საშუალოდ ყველაზე მაღალი შეფასება, 6.4 ქულა დაიმსახურეს და სიმბოლურ ნაკრებში პსჟ-ს ორი მოთამაშეა წარმოდგენილი: ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც თამამი და შედეგიანი გამოსვლა აჩვენა და დუბლი გაიფორმა.“ - წერს L'Équipe-ი.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის გარდა, კვარაცხელია Sofascore-მაც გამოარჩია. სტატისტიკურმა სააგენტომ „კვარას“ თამაში 9.7 ქულით შეაფასა, რაც ტურის უმაღლესი შეფასება იყო. L'Équipe-მა ხვიჩას 8 ქულა დაუწერა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი შეასრულა. ხვიჩას გუნდს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ექნება და 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55-დან „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა უთხრა მსაჯს, რის გამოც გააძევეს | კარერასს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
რა უთხრა მსაჯს, რის გამოც გააძევეს | კარერასს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება