ილია თოფურია, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„წლის საუკეთესო მებრძოლი და ნოკაუტი“ | ასპინალმა თოფურია გამოარჩია

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. ინგლისელმა ხმა ილია თოფურიას მისცა და დასძინა, რომ მისი აზრით, „ელ მატადორი“ წლის საუკეთესო ნოკაუტის ავტორიცაა.

„მებრძოლი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეული იყო, ილია თოფურია გახლავთ და ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლია. ეს ბიჭი დაუჯერებელი მებრძოლია. რაც შეეხება წლის საუკეთესო ნოკაუტს, ჩემთვის სხვებზე წინ დგას ღონისძიებები, რომლებსაც პირადად დავესწარი და მიკერძოებული ვარ.

ვფიქრობ, თოფურიას ნოკაუტი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ნომერ პირველია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტია, რომელიც საკუთარი თვალით მინახავს. საოცარი ატმოსფერო იყო და ტოპ ნოკაუტად ილიას დარტყმას ავირჩევ.“

შეგახსენებთ, რომ ილიას ნოკაუტი წლის საუკეთესო ნოკაუტის ნომინაციაზეა წარდგენილი. გამარჯვებულის ვინაობას დეკემბრის ბოლოს გავიგებთ, როდესაც გამოკითხვა დასრულდება და გულშემატკივრები თავიან პოზიციებს დააფიქსირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯაკუზიში გოგონებთან ერთად და მიმტანი მერაბი | პიოტრ იანის პოსტი
ჯაკუზიში გოგონებთან ერთად და მიმტანი მერაბი | პიოტრ იანის პოსტი