მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ლივერპული სალაჰთან განშორებას არ აპირებს | The Athletic

„ლივერპული“, მოჰამედ სალაჰის განცხადებების მიუხედავად,  ეგვიპეტელ ფეხბურთელთან 2027 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის ერთგული რჩება. ამის შესახებ The Athletic-ი იუწყება.

კლუბში მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია დროებითია და მისი გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მერსისაიდული კლუბი არ გეგმავს ვინგერის გუნდიდან გაშვებას და არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის მოსაყვანად.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფეხბურთელმა გააკრიტიკა მის მიმართ კლუბის დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა:

„კლუბისთვის რამდენი რამ გავაკეთე და ახლა უბრალოდ მწირავენ. აფრიკის თასის დაწყებამდე გუნდს დავემშვიდობები და შემდეგ არ ვიცი, რა მოხდება“,  – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ მო „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე