ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ჩავი აგებდა, ფლიკი იგებს“ | ლაპორტამ ბარსას ყოფილ მწვრთნელს უპასუხა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესს უპასუხა. „ბლაუგრანას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა 2023 წელი გაიხსენა და განაცხადა, რომ ლიონელ მესის „ბარსაში“ დაბრუნება ლაპორტამ დაბლოკა.

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვხედავ, ჰანსი ფლიკზე ვფიქრობ და ვხვდები, რა რთულია, ბარსელონას პრეზიდენტი იყო. სიმშვიდეს მგვრის ის ფაქტი, რომ ვიცი, გავაკეთე ის, რაც საჭირო იყო, რომ გამეკეთებინა.

ვხვდები, რომ ჩავი განაწყენებულია, რადგან იმავე ფეხბურთელებით, რომლებითაც ჩავი აგებდა, ფლიკი იგებს. ჩემთვის მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ჩავიმ სხვებს საკუთარი თავის გამოყენების უფლება მისცა.“

რაც შეეხება ჩავის განცხადებას, „ბლაუგრანას“ ექს-თავკაცმა თქვა: „ჩემი ინტერესი სიმართლის თქმაა და ლეო ბარსელონაში არ დაბრუნდა, რადგან მისი დაბრუნება პრეზიდენტს არ უნდოდა. მესი სწორედ პრეზიდენტის გამო ვერ გავიფორმეთ. ლა ლიგა ან ის, თითქოს ხორხე მესი მეტ ფულს ითხოვდა, არაფერ შუაშია — ეს ტყუილია. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ლაპორტას გამო არაფერი გამოვიდა.“

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება და ლაპორტას აზრით, ჩავის განცხადებები მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი