მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ინტერთან არ ითამაშებს | სალაჰი იტალიაში არ გაემგზავრება

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. მერსისაიდელები სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდებიან და ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემების მიხედვით, „ნერაძურისთან“ მატჩს მოჰამედ სალაჰი გამოტოვებს.

ეგვიპტელი ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა და იტალიაში არ გაემგზავრება. ეს გადაწყვეტილება „ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ერთობლივად მიიღეს. მათი არჩევანი გამოხმაურებაა იმ ინტერვიუს, რომელიც სალაჰმა ახლახან ჩაწერა.

„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. წლების განმავლობაში კლუბისთვის უამრავი რამ გავაკეთე, განსაკუთრებით გასულ სეზონში, და ახლა აღარ ვიცი რატომ, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. როგორც ჩანს, კლუბს დამნაშავედ გამოვყავარ.

ვფიქრობ, ყველაფერი აშკარაა: ვიღაცას უნდა, რომ პასუხისმგებლობა მე დამაკისროს. კლუბისთვის რამდენი რამ გავაკეთე და ახლა უბრალოდ მწირავენ. აფრიკის თასის დაწყებამდე გუნდს დავემშვიდობები და შემდეგ არ ვიცი, რა მოხდება.“

ცნობისთვის, უცხოური პრესის ინფორმაციით მოსალოდნელია, რომ სალაჰმა ზამთარში გუნდი დატოვოს. მისი მთავარი მსურველები საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯაკუზიში გოგონებთან ერთად და მიმტანი მერაბი | პიოტრ იანის პოსტი
ჯაკუზიში გოგონებთან ერთად და მიმტანი მერაბი | პიოტრ იანის პოსტი