მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი: სალაჰის სიტყვებმა გამაკვირვა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰთან შექნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

ეგვიპტელი ვინგერი ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურში, „ინტერთან“ მატჩის განაცხადში არ მოხვდა. მანამდე სალაჰმა გააკრიტიკა კლუბის დამოკიდებულება მის მიმართ მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამ მატჩში სასტარტოში არ იყო.

ძალიან მტკივნეულა. მე მოვიგე პრემიერ ლიგა, ყველაზე მეტი გოლი გამაქვს ამ თაობაში. რატომ უნდა დასრულდეს ყველაფერი ასე?“ - თქვა სალაჰმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სლოტმა თქვა:

„ჩემთვის რთულია იმის გაგება, ვის გულისხმობს ის, როცა ამბობს, რომ გაწირეს. ჩვენ მას ვაცნობეთ, რომ ჩვენთან ერთად არ გაემგზავრებოდა. ეს ერთადერთია, რაც ვუთხარით“.

კითხვაზე - დასრულდა თუ არა მათი ურთიერთობა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა:

„მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მას აქვს უფლება იგრძნოს ის, რასაც გრძნობს. ჩემთვის მისი კომენტარები მოულოდნელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ მო „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ საფონოვის ძირითადში გადაყვანას არ გეგმავს, თუმცა არც გაყიდვას აპირებს | L’Equipe
პსჟ საფონოვის ძირითადში გადაყვანას არ გეგმავს, თუმცა არც გაყიდვას აპირებს | L’Equipe