რეალი
Aa
Aa

„მსაჯმა კატასტროფულად იმუშავა“ | რეალის ტელევიზიამ სელტას მატჩის არბიტრი გააკრიტიკა

ლა ლიგის მე-15 ტურში „რეალი“ „სელტას“ დაუპირისპირდა და სენსაციურად 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა ტელევიზიამ შეხვედრის მთავარი არბიტრი, ალეხანდრო კინტერო გონსალესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან საშინლად იმუშავა.

„რეფერიმ კატასტროფულად იმუშავა — ნამდვილი აბსურდი იყო. ახალგაზრდა მსაჯია, მაგრამ კარგად არის გამოწვრთნილი (აქცენტი ნეგრეირას საქმეზეა). ორივე გუნდის თამაში ერთნაირი სტანდარტებით არ შეაფასა და „სელტას“ ფეხბურთელების მიერ დროის გაყვანაზე ზედმეტად რბილი რეაქცია ჰქონდა.

8-წამიანი წესი სამარცხვინოა და გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და ყველა ადამიანის პირდაპირ სახეში გაწნული სილაა. დღეს არ არის დღე, როდესაც თამაშგარეებზე ან პენალტებზე ვილაპარაკებთ — დღეს არის დღე, როდესაც უამრავ ყვითელ ბარათზე და დროის გაყვანაზე უნდა ვისაუბროთ. ეს წაგების განმაპირობებელი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ მსაჯობა უბრალოდ აღარ გვაკვირვებს.

ტრანსლაციის დროს უკეთესი რაკურსით არ გვაჩვენეს ფრან გარსიას ორი ეპიზოდი, რის გამოც ვერ გავარკვიეთ, გასაძევებელი იყო თუ არა. გასაოცარია, რა სწრაფად უჩვენეს წითელი ბარათი კარერასს იმის გამო, რომ რაღაც უთხრა რეფერის. ეს არ არის მსაჯობა, რომელიც ლა ლიგის დონეს შეესაბამება — ჩემპიონატისა, რომელიც ისწრაფვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს.“

ცნობისთვის, „ბლანკოსს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. მადრიდელები „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შთამაგონებელი და გადამწყვეტი“ | კვარა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
„შთამაგონებელი და გადამწყვეტი“ | კვარა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს