მარკუს რაშფორდი, ჰანსი ფლიკი, ჟოან გარსია
Aa
Aa

ფლიკი: კლუბში არსებული სიტუაცია დიდად არ მახარებს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა უკმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთელების რეგისტრაციის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

16 აგვისტოს „ბარსელონა“ ლა ლიგის ახალ სეზონს ხსნის და პირველ მატჩში „მალიორკას“ დაუპირისპირდება. ამ დროისთვის კლუბს ჯერ არ დაურეგისტრირებია ზაფხულში შეძენილი ჟოან გარსია და მარკუს რაშფორდი, ასევე ვოიცეხ შჩესნი, ჟერარ მარტინი, ექტორ ფორტი, მარკ ბერნალი, ორიოლ რომეუ და რუნი ბარდაგჯი.

„სიტუაცია დიდად არ მახარებს, მაგრამ კლუბს ვენდობი. ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. შარშანაც ასეთი სიტუაცია გვქონდა. ახლა იმაზე ვართ კონცენტრირებული, რაც ხელთ გვაქვს,“

- განაცხადა ფლიკმა.

„ბარსელონა“ პირველ რიგში რაშფორდისა და გარსიას დარეგისტრირებაზე მუშაობს. კლუბმა ბანკისგან უკვე 7 მილიონიანი გარანტია მიიღო, რომელიც ლა ლიგას წარუდგინეს. ასევე, ტერ შეტეგენის ტრავმის შემდეგ, ეგრეთწოდებული დაზიანების წესი გააქტიურეს, რომელიც მინიმუმ ერთი მოთამაშის დარეგისტრირების გარანტიას იძლევა. გარდა ამისა, კლუბმა განახლებული „კამპ ნოუს“ VIP ადგილები გაყიდა, რის სანაცვლოდაც 100 მილიონ ევროს მიიღებენ. ხსენებული ოპერაცია ფინანსურად მალე უნდა აისახოს, რომელსაც ასევე ლა ლიგას გადაუგზავნიან.

„ბლაუგრანაში“ იმედი აქვთ, რომ არსებულ პრობლემებს მალე დაძლევენ. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, „ბარსა“ ლა ლიგის ახალ სეზონს სტუმრად „მალიორკასთან“ (21:00) შეხვედრით გახსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები