„ცდილობს ბრუტალურ პიროვნებად დამკვიდრდეს“ - პორიე ჩიმაევზე
დასტინ პორიემ აქტიური სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა დენიელ კორმიეს, მაიკლ ბისპინგისა და UFC-ის სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ისიც შერეულ ორთაბრძოლებში რჩება და გულშემატკივრები მას ამიერიდან უკვე ექსპერტის როლში იხილავენ. „ბრილიანტის“ ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა, სადაც დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის დაპირისპირებაზე დაუსვეს შეკითხვა და ასეთი პასუხი მიიღეს:
„მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება - ხამზატ ჩიმაევმა გადაწყვიტა ბრუტალური პიროვნების იმიჯი შეიქმნას, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დანოკაუტება შეუძლია. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ დრიკუს დუ პლესის თუნდაც ნოკდაუნში ჩაგდებას და ეყოფა თუ არა ძალები ბოლომდე მის დასამარცხებლად“.
შეგახსენებთ, რომ დასტინ პორიემ კარიერის ბოლო ბრძოლა 26 ივლისს, მაქს ჰოლოუეისთან BMF-ის ქამრისთვის ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.