ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„ხვალ დაგაძინებ... უკვე იცი რაც მოგივა“ - დუ პლესი და ჩიმაევი ბრძოლამდე

დრიკუს დუ პლესიმ და ხამზატ ჩიმაევმა, UFC 319-ის წინ, მედიის წინაშე ბოლო ფრაზები გაცვალეს და ერთმანეთი „თბილად“ შეამკეს.

ჩიმაევი:

„უბრალოდ გამოვალ და ამ ტიპს დავამარცხებ. დარჩა ერთი დღე. მას დარჩა მხოლოდ ერთი დღე – ხვალ მისი დასასრულია!“

დუ პლესი:

„როგორც მოწინააღმდეგე, ის აბსოლუტური მტაცებელია, მაგრამ გეტყვით შემდეგს – ამ ადამიანს დავაძინებ. იქნება ეს პარტერში თუ ნოკაუტით – მე თქვენს ფავორიტს გამოვრთავ და საბოლოოდ თქვენ ყველა ჩემს მხარეს იქნებით. უბრალოდ ვიცი ეს, როგორც ყოველთვის.

როგორ ადვილად შეიძლებოდა ამ ტიპთან ნერვებზე თამაში. მას ასეთი რეაქცია იმიტომ ჰქონდა, რომ მის წინაშე საშუალო წონის ნამდვილი ჩემპიონი იდგა, ხვალ კი ამას საკუთარ თავზე გამოცდის“.

ჩიმაევი:

„ახლა უკვე იცი, რა მოგივა. ეს ქამარი შენთან კიდევ სულ რამდენიმე საათით დარჩება, ძმაო.“

ჩიმაევთან საჩემპიონო ბრძოლა დუ პლესისთვის ტიტულის მესამე დაცვა იქნება, ხოლო დაუმარცხებელი ჩიმაევი ოქტაგონზე საჩემპიონო ქამრისთვის და ორგანიზაციის ეგიდით მეცხრე გამარჯვებისთვის გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები