ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„უმაღლესი შეფასება ილიას და ბელალს“ - ჩიმაევის საინტერესო კლასიფიკაცია

ილია თოფურია UFC-ის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო და უნაკლო მებრძოლი რომ არის, ამას ყველა აღიარებს. სხვათა შორის აღიარა ხამზატ ჩიმაევმაც, მაგრამ როდესაც სხვადასხვა სპორტსმენების ათბალიანი სისტემით შეფასება სთხოვეს, მან უმაღლესი შეფასება ილია თოფურიას გარდა კიდევ ერთ მებრძოლს, ბელალ მუჰამადს დაუწერა, რამაც გულშემატკივარი ერთიორად გაამხიარულა.

ჩიმაევმა 9-იანი მაქს ჰოლოუეის, ისრაელ ადესანიას, კამარუ უსმანს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის, შავკატ რაჰმონოვსა და დრიკუს დუ პლესის დაუწერა. რობერტ უიტეკერი და ჯასტინ გეიჯი - რვიანით, კონორ მაკგრეგორი კი შვიდიანით შეაფასა. იან გერის და შარა ბულეტის ხსენებაზე მისი პასუხი იყო რომ საერთოდ არ იცის ვინ არიან, ხოლო საკუთარ თავს UFC-ის მეფე უწოდა.

ხამზატს ისიც ჰკითხეს, რომ ახლა როდესაც ამერიკის ვიზა მიიღო, იჩხუბებს თუ არა ხშირად შეერთებულ შტატებში, რაზეც მისგან უარი მიიღეს და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ურჩევნია ორთაბრძოლების გამართვა, რადგან იქ უკეთ იხდიან და ეს მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაა. ცნობისათვის, ჩიმაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია დაბადებული, თუმცა 16 წლის ასაკში საცხოვრებლად შვედეთში გადასახლდა და 2024 წლამდე, სანამ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა არ მიიღო, სკანდინავიის ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის
„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის