ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის

UFC-ის საშუალო წონის ქამრის პრეტენდენტი, ხამზატ ჩიმაევი დარწმუნებულია, რომ ამ უქმეებზე აფრიკა ჩემპიონს დაკარგავს - დრიკუს დიუ პლესი დამარცხდება და ოქტაგონს ქამრის გარეშე დატოვებს.

„ყველამ იცით, ჩვენ შორის ვინ არის საუკეთესო. ჩემი დრო დადგა! აქ ვარ, რათა UFC დავიპყრო. გამოვალ და დრიკუსს მის ადგილს მივუჩენ, თავს მოვაჭრი - და აქ დამთავრდება ყველაფერი.

ყველას უნდა ამ ბრძოლის ნახვა, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს საუკეთესო შესაძლებლობებს და გულშემატკივრებს დაუვიწყარ შოუს მოვუწყობთ. სახლში გამარჯვებით დავბრუნდები და ბედნიერი ვიქნები. აფრიკა ქამარს ვეღარასოდეს იხილავს,“

— განაცხადა ჩიმაევმა UFC 319-ის პრესკონფერენციაზე.

დუ პლესიმ საჩემპიონო ქამარი შონ სტრიკლენდთან გამარჯვებით მოიპოვა. დრიკუსმა ტიტული ისრაელ ადესანიასთან დაიცვა, შემდეგ სტრიკლენდს მეორედ მოუგო.

საუკუნის დაპირისპირება (როგორც პრესამ მონათლა) კვირას გამთენიისას ჩიკაგოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები