ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: მახაჩევს მსუბუქ წონაში დაველოდები

არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ მას კვლავ სურს ბრძოლა ისლამ მახაჩევთან.

„როცა ჩემპიონი გავხდები, მსურს ტიტული რაც შეიძლება ხშირად დავიცვა.

ჩემი მიზანია გავხდე მსოფლიოს უდიდესი მებრძოლი. ჩემი ძალისხმევა უნდა გამართლდეს. მახაჩევს მსუბუქ წონაში დაველოდები,“

– თქვა UFC-ის მებრძოლმა.

ცარუკიანმა იანვარში მახაჩევთან ბრძოლის პირველი შანსი ვერ გამოიყენა და წონა ვერ ჩააბარა, რის შემდეგაც ილია თოფურიაზე გადაერთო და მორიგი საჩემპიონო ბრძოლის მიღება სურს, თუმცა მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწია.

არმან ცარუკიანმა ბოლოს 2024 წლის აპრილში იბრძოლა, როცა ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები