ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

რომამ მანჩესტერ იუნაიტედს სანჩოს სანაცვლოდ, £20 მილიონი შესთავაზა

„რომამ“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერისთვის ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. „ჯალოროსი“ მზადაა, 25 წლის ვინგერში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუმცა ასევე განიხილავს იჯარის ვარიანტსაც, გამოსყიდვის უფლებით.

გარდა ამისა, „რომა“ „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის, ლეონ ბეილის წარმომადგენლებთან კონტაქტს განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი, სანჩომ იჯარის წესით „ჩელსიში“ გაატარა. მან 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.

ინგლისელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხურთელი 2021 წელს გახდა. მისი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: არ ვიცი სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, ფეხბურთი ასეთია
ენრიკე: არ ვიცი სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, ფეხბურთი ასეთია