ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

რომას სანჩოს ყიდვა სურს

„რომა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვინგერის, ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ Football Italia წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, იტალიური კლუბი „წითელ ეშმაკებს“ უკვე დაუკავშირდა, რათა 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის განეხილა. 

რომაელები აქტიურად ეკონტაქტებიან სანჩოს წარმომადგენლებს და სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. როგორც იწერება, „რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის ჯეიდონი ძალიან მოსწონს, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი, სანჩომ  იჯარის წესით „ჩელსიში“ გაატარა. მან 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა. 

ინგლისელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხურთელი 2021 წელს გახდა. მისი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განაცხადიდან ამოიღეს - მინიშნება დონარუმას წასვლაზე
განაცხადიდან ამოიღეს - მინიშნება დონარუმას წასვლაზე