ჯეიდონ სანჩო შესაძლოა ნაპოლიში გადავიდეს
ჯეიდონ სანჩომ კარიერა შესაძლოა „ნაპოლიში“ განაგრძოს.
Sky Sport-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვინგერმა, რომელიც იჯარით „ჩელსიში“ თამაშობს, იტალიაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
როგორც იწერება, „წითელმა ეშმაკებმა“ 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონი მოითხოვეს, რასაც „ნაპოლი“ მაღალ ფასად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი, ინგლისელმა 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.
სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხურთელი 2021 წელს გახდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.