ნიკო უილიამსი და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ
„ბარსელონამ“ და „ატლეტიკ ბილბაოს“ გარემარბმა, ნიკო უილიამსმა კონტრაქტის პირადი პირობები შეათანხმეს.
როგორც ჟურნალისტი, სანტი აუნა წერს, კატალონიელებმა ესპანელ ფეხბურთელთან წინასწარი შეთანხმება უკვე გააფორმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოს კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი, ხოლო მისი ხელფასის ოდენობა წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.
მანამდე დაიწერა, რომ 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ ასევე „ბაიერნი“ და „არსენალი“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, უილიამსმა ყველა ტურნირზე ერთად, 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.
ნიკო „ატლეტიკ ბილბაოში“ 2021 წლიდან თამაშობს და მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.