La Stampa: დონარუმამ სიტისთან პირადი კონტრაქტი შეათანხა
პსჟ-დან წასული ჯანლუიჯი დონარუმა კარიერის „მანჩესტერ სიტიში“ გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.
La Stampa იუწყება, რომ მეკარემ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ძირითადი პირობები უკვე შეათანხმა. დონარუმა „ქალაქელებში“ წლიურად სუფთად 12 მილიონ ევროს აიღებს, ამას ბონუსებიც დაემატება.
იტალიელი პსჟ-შიც დაახლოებით ამდენს (ცოტა ნაკლებს) იღებდა. მისმა აგენტმა აღნიშნა, რომ მათ პარიზში დარჩენა სურდათ და ხელფასის გაზრდა კი არა, მზად იყვნენ ანაზღაურება შეემცირებინათ, თუ ეს გუნდში დასარჩენად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ფრანგულ კლუბს სხვა გეგმები აღმოაჩნდა.
რაც შეეხება პსჟ-სთან მოლაპარაკებებს, პარიზელები 50 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მათი მოთხოვნები 35 მილიონამდე შემცირდება და „მანჩესტერ სიტი“ სავარაუდოდ ამ თანხის გადასახდელად მზად იქნება.
როგორც აღინიშნა, ლუის ენრიკეს ახალი სეზონისთვის ფეხით უკეთ მოთამაშე მეკარე დასჭირდა და კლუბმა შევალიე შეიძინა, რამაც დონარუმას წასვლა განაპირობა.