ილია თოფურია, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„UFC-ის საუკეთესო მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია გამოარჩია

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, დრიკუს დუ პლესი ილია თოფურიას დიდ პატივს სცემს. სამხრეთ აფრიკელს რამდენჯერმე უთქვამს, რომ „ელ მატადორი“ საოცარი მებრძოლია და ქართველი კიდევ ერთხელ შეაქო.

დუ პლესის ჰკითხეს, ვინ არის ამ მომენტისთვის UFC-ის საუკეთესო მებრძოლი, რაზეც მან განაცხადა: „ილია Pound for pound რეიტინგის პირველი ნომერია და ეს პოზიცია დამსახურებულად უკავია. საოცარი ჩემპიონია და საუკეთესოა.“

დუ პლესი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 319-ზე გამართავს. დრიკუსი საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდება. ბუკმეკერები ფავორიტად ჩიმაევს ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ საშუალო წონას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ცნობისთვის, დუ პლესიმ საჩემპიონო ქამარი შონ სტრიკლენდთან გამარჯვებით დაისაკუთრა. დრიკუსმა ტიტული ისრაელ ადესანიასთან დაიცვა, შემდეგ სტრიკლენდს მეორედ მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი
ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი