ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

„პროგრესი სახეზეა და ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ჩეფერინიმ ფავორიტი ჩემპიონატი დაასახელა

სხვადასხვა საფეხბურთო თანამდებობის პირებს ამა თუ ქვეყნის ლიგისა და საფეხბურთო კლუბების მიმართ საჯაროდ სიმპათიების გამოხატვა აკრძალული აქვთ, თუმცა UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ მსგავსი ეტიკეტის წესები დაარღვია და შეკითხვაზე, თუ რომელ ტურნირს ადევნებს თვალყურს ყველაზე ხშირად, ასეთი პასუხი გასცა:

„ჩემი ფავორიტი ჩემპიონატი სერია A გახლავთ და მიხარია, რომ იტალიური ფეხბურთი პროგრესირებს. შესაძლოა ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი გაბრიელე გრავინამ დაიკავა, ხარისხის გაუმჯობესება სახეზეა და მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ცნობისათვის, იტალიის ბოლო კლუბი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო „ინტერი“ იყო, რომელმაც ამის გაკეთება თხუთმეტი წლის წინ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპილოების სასაფლაო“ | დი კანიო სერია A-ს აკრიტიკებს
„სპილოების სასაფლაო“ | დი კანიო სერია A-ს აკრიტიკებს