ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ფრე და დრამა პენალტების სერიაში - პსჟ-მ უეფას სუპერ თასი მოიგო

უეფას სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაში პსჟ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პარიზელებმა 4:3 გაიმარჯვეს.

ლონდონელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და ტაქტიკურად მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს. 39-ე წუთზე ვან დერ ვენმა სტანდარტულის შემდეგ საჯარიმოში დასწრებაზე ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა.

პარიზელებს კი კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ. მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. ლუის ენრიკეს ნაცადი 4-3-3 სქემით ამჯერად არ უთამაშია და მათ თამაშში ხარვეზები აშკარა იყო.

მეორე ტაიმის სტარტი პსჟ-სთვის კოშმარული გამოდგა. 48-ე წუთზე კუტი რომერომ თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

ლუის ენრიკემ ამის შემდეგ ცვლილებებს მიმართა. სამწუხაროდ კვარაცხელია, რომელიც მთელი შეხვედრა მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა მე-60 წუთზე შეცვალა. საბოლოოდ მოედნიდან დუე და ბარკოლაც გავიდნენ. თამაშში ფაბიან რუისი, ლი კანგ-ინი და გონსალო რამუში ჩაერთნენ და ამ შეცვლებმა გაამართლა.

85-ე წუთზე ლი კანგ-ინმა და 94-ე წუთზე გონსალუ რამუშმა ენრიკეს იმედები გაუმართლეს და პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა.

ახალი წესების თანახმად, დამატებითი დრო გაუქმებულია და გუნდებმა პირდაპირ პენალტები დაარტყეს, სადაც უფრო ზუსტი პსჟ იყო - 4-3. ისტორიაში პირველად პარიზ სენ ჟერმენი უეფას სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.

კახა კალაძის შემდეგ (2008), ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფას სუპერ თასის მოგება შეძლო.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები