მიქაუტაძე: გუნდის ახალი ცხრიანი მე ვარ, არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ
ფრანგული გამოცემა foot01 გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს, რომელიც ახალ სეზონში „ლიონის“ ახალი ლიდერი იქნება.
„ლიონის ახალი შემტევი ახლა უკვე ლიდერი გახდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ზეწოლას არ გრძნობს. გუნდში გიორგი მიქაუტაძის მიმართ მოლოდინი უკვე მაქსიმუმამდეა ასული.
ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ მისი ადგილი შეტევის წინა ხაზში პირდაპირ შეავსო და ამ განახლებული ლიონის მთავარი ბომბარდირი გახდა“.
- წერს foot01-ი.
კიდევ ერთ ფრანგულ გამოცემა Le Progrès-თან საუბარში, მიქაუტაძე სრულად ეთანხმება იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლა მას ეკისრება, და იმედოვნებს, რომ სეზონი ისეთივე წარმატებით წავა, როგორც წინა იყო.
„ზედმეტი ზეწოლა? არა, ყველაფერი დაახლოებით იგივეა - ახლა მე ვარ ლიონის მთავარი ცხრიანი, მაგრამ დაძაბულობას არ ვგრძნობ. შარშან ალექსი (ლაკაზეტი) იყო აქ და მე მხოლოდ შანსებს ვეძებდი, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა.
ფონსეკას ახალ სისტემაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბევრი რამ დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ეს ტაქტიკა მომწონს.
ფორვარდი გუნდს დაცვაშიც უნდა დაეხმაროს, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ მატჩში აუცილებლად გვექნება შანსები და გავიტანთ. თუ კი გოლი არ გავუშვით... ჩვენ ვსაუბრობთ ყველანაირ ენაზე - ინგლისურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ქართულად, ჩეხურად - და წინასასეზონო სამზადისით ძალიან კმაყოფილები ვართ. მწვრთნელთან ერთად ბევრი რამ დავხვეწეთ, ახალი სისტემებიც მოვსინჯეთ“.
- განაცხადა მიქაუტაძემ.
აქვე გეტყვით, რომ „ლიონი“ ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს. ლიგა 1-ის პირველ ტურში მიქაუტაძის გუნდი სტუმრად „ლანსს“ (19:00) დაუპირისპირდება.