რატომ თქვა ჯონსმა ასპინალთან ჩხუბზე უარი - რას ჰყვება ჰელვანი
MMA-ის ყველაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა და ახსნა, თუ რატომ თქვა „ბოუნსმა“ უარი.
„ჯონსმა UFC-ს 30 მილიონი დოლარი მოსთხოვა ასპინალთან ჩხუბის სანაცვლოდ. ის ფიქრობდა, რომ პრომოუშენი ამას არ დასთანხმდებოდა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. ჩართული იყო საუდის არაბეთი. ჯონი იმედოვნებდა, რომ უარს ეტყოდნენ, საბოლოოდ კი, 2 დღის შემდეგ, თავად თქვა უარი“, - აღნიშნა ჰელვანიმ.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ჯონსმა კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი ბრიტანელი ასპინალი გახდა.
გეტყვით ასევე, რომ ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში იჩხუბა, როდესაც მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა.
„ბოუნსმა“ კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.