„თუკი ბოლოჯერ გავრისკავ, ჯილდო უნდა იყოს განსაკუთრებული“ - ჯონსმა წლის მთავარ ღონისძიებაზე ილაპარაკა
UFC-ის ქვემძიმე და მძიმე წონითი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ სურს თეთრ სახლში გამართულ ტურნირზე იჩხუბოს.
ამერიკელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ მისი კარიერა ლეგენდარულია.
„UFC-ში იციან ჩემი ართრიტის მასშტაბების შესახებ. მათ ასევე იციან, რომ თუკი ბოლოჯერ გავრისკავ ყველაფრით და ავიტან ასეთ ტკივილს, ჯილდო უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული და უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სოლიდური ჰონორარია. ჩემთვის ეს იყო და რჩება თეთრ სახლში ჩხუბის შესაძლებლობად. შედგება თუ არა ეს ბრძოლა — სულერთია. ჩემი კარიერა უკვე ლეგენდარულია. მე საკუთარი თავის ნაწილი ოქტაგონზე დავტოვე. ილუზიებს ნუ შეიქმნით, მე კვლავ შემიძლია კლავ მივბეგვო 99%. ჩაჯდომებში ჯერ კიდევ დიდ ციფრებს ვაფიქსირებ. ჯერ კიდევ ვვარჯიშობ. და თქვენს უმეტესობაზე ბევრად მონდომებით ვმუშაობ“, — თქვა „ბოუნსმა“.
შეგახსენებთ, რომ ჯონსმა კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.
გეტყვით ასევე, რომ ჯონმა ივნისში კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი ბრიტანელი ასპინალი გახდა.