ილია თოფურია
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე

Marca-მ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და „ელ მატადორი“ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს.

ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა. ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, მადრიდში მისი სახლი,სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი აქვს მოწყობილი, არ იყიდება,“- წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“. გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენგელიას რთული პერიოდი აქვს, უნდა დავეხმაროთ“ - ბარსელონას მწვრთნელი
„შენგელიას რთული პერიოდი აქვს, უნდა დავეხმაროთ“ - ბარსელონას მწვრთნელი