თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„შენგელიას რთული პერიოდი აქვს, უნდა დავეხმაროთ“ - ბარსელონას მწვრთნელი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ ბოლო პერიოდში აშკარა ჩავარდნა აქვს - გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა, ხავი პასკუალმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე კალათბურთელი სასურველი დონისგან შორსაა, ხოლო ნეგატიური შედეგები ფსიქოლოგიური კუთხით გუნდზე კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს.

„რამდენიმე კალათბურთელი თავის საუკეთესო დონეზე არაა, ამის გარეშე კი კონკურენციის გაწევა რთულია. საუბარი მაქვს 2-3 კალათბურთელზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. თორნიკე შენგელია ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს.

ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ საუკეთესო კონდიციების დაბრუნებაში. კალათბურთელები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ, უფრო რთულად იბრუნებენ საჭირო კონდიციებს, ვინაიდან საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნები არიან, ხოლო როდესაც რაიმე არ გამოსდით, იმედგაცრუებულები რჩებიან. უნდა დავეხმაროთ შენგელიასა და სხვა კალათბურთელებს, ისინი ძველ დონეს ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდნენ“.

ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონა“ მესამე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ევროლიგას, კატალონიური კლუბი 16 მოგებითა და 10 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო შეხვედრაში [ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ] შენგელიამ 18 წუთში მხოლოდ 3 ქულას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენერიფეს მარცხი გრან კანარიასთან - შერმადინი საუკეთესო იყო
ტენერიფეს მარცხი გრან კანარიასთან - შერმადინი საუკეთესო იყო