მინესოტა ტიმბერვულვზი, ენტონი ედვარდსი, ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 14 ქულა | ტორონტომ მინესოტასთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 126:128 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი კანადელების ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 31:34 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასეთი იყო: 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და დაფარება. სანდრომ 5-დან 2 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

„რეპტორსის“ რიგებში 25 ქულით საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო, იმანუილ ქუიქლის 23 ქულა ჰქონდა, სკოტი ბარნსმა კი სამმაგ დუბლამდე ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა (22 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი). რაც შეეხება „მინესოტას“, მათ ლიდერს ენტონი ედვარდს 30 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, ბოუნს ჰაილენდმა 20 ქულა ჩააგდო, რუდი გობერმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა, 12 მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე მეოთხედში „ტორონტო“ 18 ქულას იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ენტონი ედვარდსმა 13 ქულა აიღო და „მგლებს“ თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა.

30 მოგებითა და 22 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი საკუთარ კედლებში „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლიპერსში ჰარდენის ეპოქა დასრულდა | წვერა კლივლენდში გაცვალეს
კლიპერსში ჰარდენის ეპოქა დასრულდა | წვერა კლივლენდში გაცვალეს