ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ნებისმიერ მათგანს ვადაზე ადრე დავამარცხებდი“ - უსმანი გეიჯი-პიმბლეტზე

PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, უსმან ნურმაგომედოვმა, გააზიარა თავისი მოსაზრება ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გამართულ UFC-ის მსუბუქი წონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაზე, რომელშიც ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

დაღესტნელის თქმით, ის ამ ბრძოლით აღფრთოვანებული არ დარჩენილა და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ მათგანთან ვადაზე ადრე გაიმარჯვებდა, იმ დღეს რომელიმეს ადგილას რომ ყოფილიყო.

„ვფიქრობ, ბრძოლა ასი პროცენტით ვადაზე ადრე დასრულდებოდა ნებისმიერ მათგანთან, რადგან ისინი ორი მთვრალი კაცებივით ჩხუბობდნენ. თუმცა, ჯასტინ გეიჯიმ 37 წლის ასაკში ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, პიმბლეტს კი UFC-ის ტოპ-10-ის დონის მებრძოლად არასდროს მივიჩნევდი“,

– განაცხადა ნურმაგომედოვმა ღია ვარჯიშზე მედიასთან საუბრისას.

დაუმარცხებელი უსმან ნურმაგომედოვი ოქტაგონს უკვე ამ უქმეებზე, დუბაიში დაგეგმილ PFL-ის ტურნირზე დაუბრუნდება, სადაც საღამოს მთავარ ბრძოლაში თავის საჩემპიონო ქამარს ბრიტანელი ალფი დევისის წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები