ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბი: უსმან ნურმაგომედოვი ილიასა და ცარუკიანის დონეზეა

შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, უპასუხა კითხვას - მიაღწია თუ არა მისმა შეგირდმა, უსმან ნურმაგომედოვმა, UFC-ის საუკეთესო მსუბუქწონოსნების, ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დონეს.

მანამდე PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ მისთვის თოფურიასნაირი მებრძოლის დამარცხება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

„არასწორია UFC-ზე საუბარი, როდესაც PFL-ის მებრძოლი ხარ, თუმცა მე ამ საკითხზე ჩემი აზრი მაქვს. მასთან ერთად თავად ვჭიდაობ, მასთან პირადად ვმუშაობ და ვიცი, რა გზა გაიარა და რამდენად გაიზარდა ერთ წელიწადში. ჩემი გადასახედიდან - მიმაჩნია, რომ უსმანი ძალიან გაიზარდა და ახლა ის, მინიმუმ, UFC-ის საუკეთესო მებრძოლების დონეზეა.

ვფიქრობ, ის უკვე ამ დონეზეა. ერთი წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ მოცდაა საჭირო, მაგრამ ამ მომენტში ვთვლი, რომ ის მზადაა. ყველაფერს დრო აჩვენებს“,

- განაცხადა ნურმაგომედოვმა Gorilla Fighting-თან ინტერვიუში.

დაუმარცხებელი უსმან ნურმაგომედოვი ოქტაგონს უკვე ამ უქმეებზე, დუბაიში დაგეგმილ PFL-ის ტურნირზე დაუბრუნდება, სადაც საღამოს მთავარ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარს ბრიტანელი ალფი დევისის წინააღმდეგ დაიცავს.

ორგანიზაციის ოფიციალურ რეიტინგში 27 წლის დაღესტნელი მსუბუქწონოსანი საუკეთესო მებრძოლთა (P4P) სიის პირველ საფეხურს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები