კამარუ უსმანი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„სულელური გათვლების გამო წააგო“ - უსმანმა ლოპესი გააკრიტიკა

დიეგო ლოპესს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ მიეცა UFC-ის ქვემსუბუქ დივიზიონში გაჩემპიონების შესაძლებლობა, თუმცა ბრაზილიელმა მებრძოლმა ორივე შემთხვევაში შანსი ხელიდან გაუშვა და როგორც პირველად, ასევე მეორედ, ლეგენდარულ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბუნებრივია, ლოპესის ჩხუბი და მისი სტილი ბევრმა გააკრიტიკა და მათ შორის გახლდათ ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მათ პირველ დაპირისპირებასთან შედარებით დიეგოს საბრძოლო სტილში ცვლილებები მართლაც შევნიშნე, მაგრამ არ გაამართლა, რადგან სამხრეთ ამერიკელი ზედმეტად ფრთხილი იყო. დაბალ, წვივში გამიზნული დარტყმებისგან მართლაც თავს კარგად არიდებდა, თუმცა მაშინვე იერიშზე არ გადადიოდა და ცდილობდა მოეძებნა მომენტი, როდესაც ვოლკანოვსკის ზიანს თავში მიაყენებდა. მომეჩვენა, რომ სტილის შცვლამ მასზე აშკარად უარყოფითად იმოქმედა.

მგონი, ლოპესი ფიქრობდა, რომ პირველ რაუნდში აქტიურობის ხარჯზე ავსტრალიელს დაღლიდა, რის შემდეგაც უპირატესობას მოიპოვებდა. თუმცა, ვოლკანოვსკი იმ მებრძოლებს არ მიეკუთვნება, რომელთაც ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემები ექმნებათ. პირიქით, ის ტემპს არასოდეს ანელებს და მეხუთე რაუნდშიც ისევე ჩხუბობს, როგორც პირველში. მე ასე ვთვლი, რომ დიეგო ლოპესმა თავისი სისულელით წააგო“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომავალი მოწინააღმდეგის გამოსავლენად UFC-ის ქვემსუბუქ დივიზიონში საინტერესო ბრძოლა უკვე ჩაინიშნა - 21 მარტს ლონდონში ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი და ლერონ მერფი დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერ მათგანს ვადაზე ადრე დავამარცხებდი“ - უსმანი გეიჯი-პიმბლეტზე
„ნებისმიერ მათგანს ვადაზე ადრე დავამარცხებდი“ - უსმანი გეიჯი-პიმბლეტზე