„UFC-ში ყველაზე ნიჭიერი და სახიფათო მებრძოლია“ - ჩენდლერი თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, მაიკლ ჩენდლერის აზრით, ილია თოფურია პრომოუშენში ყველაზე ნიჭიერი და სახიფათო მებრძოლია. ამის შესახებ მან MMA Junkie-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რა თქვა ჩენდლერმა:
„გეიჯი-პიმბლეტის ბრძოლა? ბევრი ამბობს, რომ ქაოტური და ნაკლებად ტექნიკური ჩხუბი იყო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გეიჯის შეუძლია, ტექნიკურად იჩხუბოს, თუ მის წინააღმდეგ ასევე ტექნიკური მებრძოლი დგას. პიმბლეტს არაპროგონზირებადი, უცნაური და ქაოტური სტილი აქვს, სწორედ ამიტომ ბრძოლაც ასეთი გამოდგა.
გაიხსენეთ გეიჯისა და პორიეს, გეიჯისა და ჩემი ან გეიჯისა და ფერგიუსონის ჩხუბები, ეს ტრადიციული სტრაიკერების დაპირისპირებები იყო, სადაც ჯასტინმა კარგი ტექნიკა აჩვენა. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ილია თოფურია მთელ UFC-ში ყველაზე ნიჭიერი და სახიფათო მებრძოლია, ამიტომ გეიჯი რთული ამოცანის წინაშე დგას. ილია ფრთხილად იჩხუბებს, რაც ჯასტინისთვის ძალიან კარგია“.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდა. ამ წონის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის გეიჯი ილია თოფურიას დაუპირისპირდება - მათი ბრძოლა, დიდი ალბათობით, ივნისში, თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაიმართება.