ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

PFL-ში იჩხუბებს | ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება და აპრილში იჩხუბებს. ცერცვაძემ MMA-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ ორგანიზაციასთან, PFL-თან გააფორმა ხელშეკრულება და მისი მომდევნო მეტოქე ჯენა ბიშოპი გახლავთ.

ცერცვაძისა და ბიშოპის ორთაბრძოლა 11 აპრილს, აშშ-ში, კერძოდ ჩიკაგოში გაიმართება. ბიშოპი 39 წლის გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე 12 ბრძოლა ჩაუტარებია. მის ანგარიშზე 9 გამარჯვება და 3 მარცხია. ბიშოპმა ბოლოს 2025 წლის აგვისტოში იჩხუბა და ლიზ კარმუჩთან დამარცხდა.

ამერიკელ მებრძოლს ბოლო ხუთი ორთაბრძოლიდან სამი წაგებული აქვს. 2024 წელს ბიშოპი დაკოტა დიტჩევას დაუპირისპირდა, რომელიც ESPN-მა 30 წლამდე საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში, ილია თოფურიას შემდეგ, მეორე ადგილზე გაიყვანა. დიტჩევამ ის პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. სხვადასხვა დროს, ბიშოპს Bellator-ში და LFA-ში უასპარეზია.

რაც შეეხება ბორენას, ქართველ მებრძოლს ექვსიდან ექვსი გამარჯვება აქვს. ცერცვაძემ ბოლო ორი ჩხუბი პირველ რაუნდში მოიგო. ბორენამ ხანიმ ბაშიროვა მტკივნეული ილეთით დაამარცხა, ხოლო მობინა ბაბანატაის გრაუნდ ენდ ფაუნდით, ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე
გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე