სანდერლენდი, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, რობინ რუფსი
Aa
Aa

ლივერპული მეკარეს ყიდულობს? | „50-მილიონიანი შეთავაზება მზადდება“

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „სანდერლენდმა“ „მალმიოდან“ 22 წლის შვედი მეკარე მელკერ ელბორგი დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში კლუბს რობინ რუფსი დატოვებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Football Insider-ი წერს.

მისი ინფორმაციით, „შავი კატების“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ ზაფხულში რუფსი პრემიერლიგის რომელიმე გრანდს შეუერთდება - კერძოდ, საუბარია „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესზე. „სანდერლენდი“ მის სანაცვლოდ სულ მცირე 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღებას გეგმავს.

რობინ რუფსი „ნაიმეგენის“ აკადემიის აღზრდილია და „სანდერლენდში“ გასული წლის ზაფხულში სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. „ნაიმეგენის“ პირველ გუნდში რობინმა 4 სეზონი ითამაშა, პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს კი საუცხოოდ ატარებს - 24 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 „მშრალი“ მატჩია, მოგერიებების პროცენტულობით კი მთელ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა (74.51%).

როეფსს „შავ კატებთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი ალბათობით ის კლუბს უკვე ამ ზაფხულს დატოვებს. Transfermarkt-ის შეფასებით, ნიდერლანდელი მეკარის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება აისახოს მისი პოტენციური ტრანსფერი „ლივერპულის“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალისონ ბეკერთან დაკავშირებით მერსისაიდულ კლუბს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა მთავარი მწვრთნელის თანამდებობას რობინ რუფსის თანამემამულე არნე სლოტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთში წასვლა არ უნდა | ახალი ინფორმაცია მამარდასა და ბეშიქთაშზე
თურქეთში წასვლა არ უნდა | ახალი ინფორმაცია მამარდასა და ბეშიქთაშზე