ილია თოფურია
Aa
Aa

წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იჩხუბებს | ილიას დაბრუნების თარიღი

ABC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ MMA-ის ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კოლმენეროს მიხედვით, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბებს და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

„ილია თოფურიამ ნორმალური პირადი ცხოვრების დაბრუნებისკენ გიგანტური ნაბიჯი გადადგა. მან ჯორჯინა უსკატეგისთან შეთანხმებას მიაღწია, რაც საშუალებას აძლევს, მომდევნო ორთაბრძოლისთვის პრობლემების გარეშე მოემზადოს. მე მითხრეს, რომ 90 პროცენტია იმის ალბათობა, რომ თოფურია თეთრი სახლის ქარდზე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს“, — ამბობს კოლმენერო.

თეთრი სახლის ქარდი UFC-ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. 2026 წლის 14 ივნისს, თეთრი სახლის ტერიტორიაზე ოქტაგონი მოეწყობა და ჩხუბებს ვიხილავთ. UFC-ის ხელმძღვანელები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და, როგორც ჩანს, მათი ერთ-ერთი რჩეული „ელ მატადორი“ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ილიამ ვიდეო გაავრცელა სათაურით: „ჩემპიონი დაბრუნდა.“ მოგვიანებით, Marca-მ დაწერა, რომ ის და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უსკატეგი, შეთანხმდნენ და ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე
გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე