გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი

გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ქართველი თავდამსხმელის კონკურენტები ალფონსო პედრასა და ხერარდ მორენო არიან.

იანვარში „ვილიარეალმა“ შვიდი შეხვედრა გამართა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ თვე „ელჩესთან“ 3:1 მოგებული მატჩით დაიწყო, შემდეგ იმავე ანგარიშით „ალავესი“ დაამარცხა“, რასაც ზედიზედ ოთხი წაგება მოჰყვა: „ბეტისი“ (0:2), „აიაქსი“ (1:2), „რეალი“ (0:2), „ლევერკუზენი“ (0:3). „ვილიარეალმა“ თვე „ოსასუნასთან“ აღებული ქულით დაასრულა.

მიქაუტაძემ მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის საუკეთესო გამოსვლა „ელჩესთან“ ვიხილეთ, რომლის წინააღმდეგაც მან გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგიმ „ალავესსაც“ გაუტანა, სხვა შეხვედრებში კი საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

ცნობისთვის, „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს. „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ 42 ქულა აქვს და მისი მომდევნო მეტოქე „ესპანიოლი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება მიღწეულია | პაოკმა გუგეშაშვილი გაანათხოვრა
შეთანხმება მიღწეულია | პაოკმა გუგეშაშვილი გაანათხოვრა