ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია | პაოკმა გუგეშაშვილი გაანათხოვრა

ლუკა გუგეშაშვილი „პაოკის“ რიგებს ტოვებს და სეზონის დარჩენილ ნაწილს „ატრომიტოსში“ გაატარებს. მხარეებმა ყველა საკითხი შეათანხმეს და უახლოეს საათებში „ატრომიტოსი“ ტრანსფერს ოფიციალური განცხადებით დაადასტურებს.

გუგეშაშვილი „პაოკში“ მესამე მეკარე იყო. „ატრომიტოსს“ „სამპდორიას“ გოლკიპერის, გაეტან კუკეს გადაბირება უნდოდა, თუმცა პრობლემები წარმოიქმნა და გარიგება ჩაიშალა. ამის შემდეგ „ატრომიტოსმა“ ალტერნატიული ვარიანტების განხილვა დაიწყო და არჩევანი გუგეშაშვილზე შეაჩერა.

ბერძნული პრესის ინფორმაციით, ორივე კლუბი შეთანხმდა, რომ ლუკას განათხოვრება ფეხბურთელისთვის მოვლენების საუკეთესო განვითარება იქნებოდა. გუგეშაშვილს სათამაშო დრო მიეცემა და ზაფხულში „პაოკი“ გადაწყვეტს, შეინარჩუნოს თუ გაუშვას.

ცნობისთვის, გუგეშაშვილს „პაოკთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევროა. „ატრომიტოსი“ საბერძნეთის სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული მეკარეს ყიდულობს? | „50-მილიონიანი შეთავაზება მზადდება“
ლივერპული მეკარეს ყიდულობს? | „50-მილიონიანი შეთავაზება მზადდება“