ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„რომც მეთამაშა, არაფერი შეიცვლებოდა“ - ჰოლანდი ფრანგებმა შეაშინეს

საფრანგეთის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრამდე, ნორვეგიელთა საუკეთესო ბომბარდირმა ერლინგ ჰოლანდმა თავისი გუნდის შანსები სკეპტიკურად შეაფასა და აღნიშნა, რომ დიდიე დეშამის მომზადებული კრებული შესაძლოა ამ მუნდიალზე ვერავინ დაამარცხოს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჰოლანდს მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა დასვენების საშუალება მისცა და „სამფეროვნებთან“ საერთოდ არ ათამაშა, თუმცა ის მედიის წარმომადგენლების მთავარ სამიზნედ მაინც დარჩა და ფრანგების მისამართით კომპლიმენტები ამჯერადაც არ დაიშურა.

ერლინგ ჰოლანდი

ფრანგების სიძლიერეზე ჯერ კიდევ ჩვენთან შეხვედრამდე ვსაუბრობდი, რაც ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ამაზე ოდნავადაც არ ვნერვიულობ და ჩემი მოსაზრება არ შეიცვლება. მათ წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობითაც რომ გვეთამაშა, ნამდვილად ვერ მოვიგებდით. დეშამის განკარგულებაში თითოეულ პოზიციაზე მსოფლიო დონის ფეხბურთელია... მბაპე, ოლისე, დემბელე... მათი სია შეიძლება დაუსრულებელიც იყოს. ის თამაში, რაც მათ ჩვენს წინააღმდეგ აჩვენეს, უზომოდ საშიში იყო. მერწმუნეთ, ყველას პრობლემებს შეუქმნიან და ძალიან შორს გავლენ.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ნორვეგიის ნაკრებს 1/16-ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც ამ გუნდის მეტოქე კოტ დ’ივუარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი აფრიკული სასწაული მუნდიალზე - კონგო პლეი ოფში გავიდა
მორიგი აფრიკული სასწაული მუნდიალზე - კონგო პლეი ოფში გავიდა