კრიშტიანუ რონალდუ, ჯონ ტერი
Aa
Aa

„41 წლის ასაკში ასეთი ვნება? გიჟი უნდა იყო, რომ ის გააკრიტიკო“ - ტერი რონალდუზე

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯონ ტერი ჟურნალისტ პირს მორგანთან საუბარში, რონალდუს მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. „ჩელსის“ ლეგენდარული კაპიტანი კრიშტიანუს იმ ჟინით აღფრთოვანდა, რომელსაც ის 41 წლის ასაკში ავლენს.

„პირს, იცი რა მომწონს მასში ყველაზე მეტად? გოლებზე, მოძრაობასა და სხვა ყველაფერზე მეტად? ჟინი, რომელსაც ის 41 წლის ასაკში ავლენს. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით თანამედროვე მოთამაშეებზე, რომლებსაც არც ჟინი აქვთ და არც ბრძოლის სურვილი.

შენ საუბრობ ადამიანზე, რომელმაც ფეხბურთში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო - ინდივიდუალური ჯილდოები, უამრავი გუნდური ტიტული. ახლა კი ის კამერებისკენ მიიჩქარის და ყველას ეუბნება, რომ დაბრუნდა. მან ძალიან კარგად იცის კრიტიკის შესახებ და, ალბათ, ფიქრობს, რომ ეს დაუმსახურებელია - და მე ამას ვეთანხმები, გიჟი უნდა იყო, რომ ის გააკრიტიკო.

კრიშტიანუ - ის არის, ვისაც დღემდე შეუძლია საგოლე მომენტების შექმნა. მოველით თუ არა ამას მთელი თამაშის განმავლობაში? არა. მაგრამ რონალდუს ერთი შანსიც რომ მისცე - ის მას გამოიყენებს“,

- განაცხადა ტერიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები