„შესანისნავად ვითამაშეთ, მოგებას ვიმსახურებდით“ - კოლუმბიელთა მწვრთნელი
Aa
Aa

„შესანისნავად ვითამაშეთ, მოგებას ვიმსახურებდით“ - კოლუმბიელთა მწვრთნელი

მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფში პირველი ადგილი კოლუმბიამ დაიკავა და პორტუგალია პლეი-ოფში გაცილებით რთული გზისკენ გაუშვა.

კოლუმბიელთა მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ ლორენსომ მე-3 ტურში პორტუგალიასთან ფრის (0:0) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

„ვფიქრობ, კოლუმბიამ თავიდან ბოლომდე შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზება დაგვაკლდა.

მინდა ბიჭებს მივულოცო ის ძალისხმევა, რაც მათ გამოიჩინეს, რადგან დღეს ისინი ბრწყინვალენი იყვნენ.

პორტუგალია - შესანიშნავი გუნდია, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენ მათზე უკეთესები ვიყავით“,

- განაცხადა ლორენსომ.

აქვე გეტყვით, რომ კოლუმბიელები 1/16-ფინალში განას შეხვდებიან, პორტუგალიის მეტოქე კი ხორვატია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები