მარსელო ბიელსა, ფერნანდო მუსლერა, ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

„მუსლერამ შეცვლა თავად მთხოვა, ვალვერდე კი...“ - ბიელსამ მუნდიალზე კრახზე ისაუბრა

მსოფლიო ჩემპიონატზე, H ჯგუფის მესამე ტურში ურუგვაი ესპანეთთან 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ურუგვაის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ მარცხის მიზეზებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

რა თქვა ბიელსამ:

„დაძაბული მატჩი იყო. გვქონდა მომენტები, როცა გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ და ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან გართულდა“.

„მუსლერასთვის არაფერი მითქვამს. მის შეცვლაზე გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, მოედნის დატოვება თავად გადაწყვიტა და მთხოვა, რომ შემეცვალა“.

„რაც შეეხება ვალვერდეს, იმიტომ შევცვალე, რომ მინდოდა შეტევაში უფრო აქტიური ყოფილიყო და მეტი მრავალფეროვნება გამოეჩინა“.

„ჯგუფში ჩარჩენა ჩემი პასუხისმგებლობაა. გვქონდა პოტენციალი, მაგრამ ვერ მოვახერხე მისი რეალიზება და ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც დაიმსახურებდა იმ დონის შესაბამისი ფეხბურთის თამაშს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გვქონდა“.

ამრიგად, H ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ესპანეთმა დაიკავა მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით კაბო-ვერდე გავიდა. საგულისხმოა, რომ კაბო-ვერდელებმა სამივე მატჩი ფრედ ითამაშეს, რაც 1/16 ნაკრებში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ურუგვაიმ 2 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ურუგვაის კოშმარი, კაბო-ვერდეს სასწაული და ესპანეთის პირველი ადგილი - H ჯგუფში ყველაფერი გაირკვა
ურუგვაის კოშმარი, კაბო-ვერდეს სასწაული და ესპანეთის პირველი ადგილი - H ჯგუფში ყველაფერი გაირკვა