ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ყაზაიშვილის დუბლი ჩინეთში | შანდონმა მეტოქე 5:1 გაანადგურა

ჩინეთის სუპერ ლიგის მე-16 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ „ლიაონინგ ტიერენს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და სტუმრად გამართულ შეხვედრაში 5:1 გაანადგურა.

„შანდონის“ გამარჯვებაში ყაზაიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა. 52-ე წუთზე ვაკომ პენალტი გამოიყენა და ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.

88-ე წუთზე ქართველმა შემტევმა დუბლი გაიფორმა. ყაზაიშვილმა მეტოქის საჯარიმოში კარგად ითამაშა და „ლიაონინგს“ მეხუთე გოლი გაუტანა.

ყაზაიშვილის გარდა დუბლით ზეკა გამოირჩა, ხოლო ერთი გოლი გილერმე მადრუგას ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდეგ „შანდონს“ 21 ქულა დაუგროვდა. მათი მომდევნო მეტოქე „ბეიჯინგ გუოანია“, რომელსაც 4 ივლისს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე
„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე