დავით კობოური, ლიუბლიანის ოლიმპია
Aa
Aa

უნგრეთიდან სლოვენიაში - დავით კობოური ოლიმპიას შეუერთდა

დავით კობოური ლიუბლიანის „ოლიმპიას“ შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

28 წლის ქართველმა მცველმა სლოვენიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლის შემდეგ კი მხარებს თანამშრომლობის გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ.

„ძალიან მოტივირებული ვარ ამ კლუბში გადმოსვლით. ამბიციური გუნდია და მინდა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა „ოლიმპიას“ დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

მოუთმენლად ველოდები ვარჯიშების დაწყებას, თანაგუნდელების გაცნობას და, რა თქმა უნდა, პირველ საშინაო მატჩს, სადაც გულშემატკივრებს შევხვდები“, - განაცხადა კობოურმა, რომელიც სლოვენიურ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, კობოური თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და 2024 წლიდან უნგრული „უიპეშტის“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან ბუდაპეშტური გუნდის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაგრატიონი ავსტრიაში დარჩა | მისი ახალი კლუბი ცნობილია
ბაგრატიონი ავსტრიაში დარჩა | მისი ახალი კლუბი ცნობილია