ლაცაბიძე ტორპედოში გადადის | რას წერს რუდი გალეტი
22 წლის ცენტრალური მცველი, ლუკა ლაცაბიძე საქართველოში ბრუნდება. ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტი, რუდი გალეტი ავრცელებს და წერს, რომ ლაცაბიძე კარიერას „ტორპედოში“ გააგრძელებს.
„მოსალოდნელია, რომ ლუკა ლაცაბიძე დონეცკის შახტარიდან ტორპედოში გადავა. გასული სეზონის მეორე ნახევრის ვეილეში გატარების შემდეგ, 22 წლის ცენტრალური მცველი კარიერის ახალ ფურცელს ქართულ ფეხბურთში დაწერს“, — აცხადებს გალეტი.
???????? EXCL | Luka Latsabidze is expected to join Torpedo Kutaisi from Shakhtar.
— Rudy Galetti (@RudyGaletti) June 28, 2026
After spending the second half of last season on loan at Vejle BK, the 22-year-old centre-back is set to begin a new chapter in Georgian football. ????????✨ pic.twitter.com/DIepHKOHlT
ლაცაბიძე 22 წლისაა. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2024 წელს კი „შახტარს“ შეუერთდა, რომელმაც ახალგაზრდა ქართველი მცველი ჯერ ოდესის „ჩორნომორეცში“, შემდეგ კი „დინამოსა“ და „ვეილეში“ გაანათხოვრა. დანიურ კლუბში მას სათამაშო დრო არ მისცემია.
ლაცაბიძე Transfermarkt-ზე 500 000 ევროდ არის შეფასებული. დანიაში გადასვლამდე, მას „კადისს“ უკავშირებდნენ. დაიწერა, რომ ესპანელები იჯარაზე ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ეს გარიგება არ გამოვიდა.