ვლადიმერ გამყრელიძე, აკაკი ქემერტელიძე
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონები დაამარცხეს - გამყრელიძის და ქემერტელიძის ვერცხლის მედლები

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული პრესტიჟული სარეიტინგო სერიის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო გიორგი ზაქაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს პრიზიორობას დასჯერდა. მესამე საპრიზო ადგილის დაკავებასთან ახლოს იყვნენ გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ), მაგრამ ისინი გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდნენ.

მართალია ფინალური შეხვედრები წააგეს, მაგრამ გამყრელიძის და ქემერტელიძის დიდებული გამოსვლა მაინც აღნიშვნის ღირსია. მეოთხედფინალურ შეხვედრებში როგორც პირველმა, ასევე მეორემ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები დაამარცხა. გამყრელიძემ ამერიკელ ზაჰიდ ვალენსიას 11:0, ხოლო ქემერტელიძემ უნგრელ ისმაელ მუსუკაევს 3:1 აჯობა.

რაც შეეხება ბრძოლებს ოქროს მედლებისთვის,  გამყრელიძემ ფინალი ამერიკელ პარკენ ჯეიმს კექეისენთან დათმო, ხოლო ქემერტელიძემ ირანელ ხალილთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიტიკიდან სპორტში დაბრუნდა | ხინჩეგაშვილმა ამერიკულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
პოლიტიკიდან სპორტში დაბრუნდა | ხინჩეგაშვილმა ამერიკულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა