ჭიდაობა | 2027 წელს ბათუმი U23 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბათუმი 2027 წელს 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შესაბამისი ინფორმაცია ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მიერ გავრცელებულ 2026-2027 წლების განახლებულ განრიგშია მითითებული.
განრიგის თანახმად, მომავალი წლის 8-14 მარტს საქართველოში ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში კონტინენტური პირველობა გაიმართება.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების კალენდარს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
2019 წელს თბილისმა ვეტერანთა მსოფლიო პირველობას უმასპინძლა, 2027 წელს კი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება.