პოლიტიკიდან სპორტში დაბრუნდა | ხინჩეგაშვილმა ამერიკულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

პოლიტიკიდან სპორტში დაბრუნდა | ხინჩეგაშვილმა ამერიკულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლიტიკიდან სპორტში ბრუნდება. 34 წლის სპორტსმენმა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან (Real American Freestyle) გააფორმა — ინფორმაცია ორგანიზაციამ ოფიციალურად უკვე დაადასტურა.

Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია, ოღონდ ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამერიკაში ჭიდაობას (Wrestling) უდიდესი ტრადიცია აქვს, თუმცა მათი სასკოლო სტილი (Folkstyle) განსხვავდება საერთაშორისო თავისუფალი ჭიდაობისგან. როდესაც Real American Freestyle-ზე საუბრობენ, ხშირად გულისხმობენ ამერიკელი მოჭიდავეებისათვის დამახასიათებელ აგრესიულ, ფიზიკურად ძლიერ და დაუღალავ სტილს.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო და 2021-2024 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იდეალურ სამყაროში ეს მოხდება“ | დენა უაითი ილიას მომავალსა და მახაჩევზე
„იდეალურ სამყაროში ეს მოხდება“ | დენა უაითი ილიას მომავალსა და მახაჩევზე