რონალდუს პროტესტის ფონზე | ბენზემამ სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა
საუდის არაბეთის პრო ლიგის 21-ე ტურში „ალ-ჰილალი“ სტუმრად „ალ-ოხდუდს“ დაუპირისპირდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა ფენომენალური თამაში აჩვენა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.
„ალ-ჰილალის“ ექვსი გოლიდან სამი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა. ფრანგმა თავდამსხმელმა საუდური კლუბის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ბენზემა პოკერთანაც ახლოს იყო, თუმცა მალკომმა შეუშალა ხელი.
როგორც მოგეხსენებათ, ბენზემას „ალ-ჰილალში“ გადასვლის გამო კრიშტიანუ რონალდუს პროტესტი აქვს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თვლის, რომ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი უპირატესობას „ალ-ჰილალს“ ანიჭებს და სამართლიან კონკურენციას არღვევს.
ბოლო საათებში დაიწერა, რომ რონალდუ წასვლის ვარიანტსაც განიხილავს. პორტუგალიელმა საუდის არაბეთის ლიგის მაღალჩინოსნებს შეატყობინა, რომ ტრანსფერებთან დაკავშირებული სიტუაციით უკმაყოფილების გამო მზად არის ქვეყანა დატოვოს. „ალ-ნასრთან“ დაახლოებული წყაროს თქმით, ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მას უღალატეს.