„მზად უნდა იყოს“ - გეიჯიმ თოფურიაზე ილაპარაკა
UFC-ის მსუბუქი წონის დროებითმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ჯასტინ გეიჯიმ დივიზიონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიასთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.
გეიჯის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მათ შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის ივნისში, თეთრ სახლში გასამართ UFC-ის ტურნირზე შედგება.
„ის მზად უნდა იყოს, რადგან ივნისში, თეთრ სახლში გამართულ ტურნირზე მას უნდა ვებრძოლო. სწორედ ამიტომ გავედი დროებითი ტიტულისთვის ბრძოლაზე“, — განაცხადა გეიჯიმ Paramount UFC-თან ინტერვიუში.
მანამდე ABC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ MMA-ის ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კოლმენეროს მიხედვით, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბებს და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გეიჯის ანგარიშზე 27 გამარჯვება და 5 მარცხია. თოფურიას აქტივში კი 17 მოგება და არცერთი მარცხია.